შეხვედრა უმაღლეს საბჭოში დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით

დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამაზ ხუბუას დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების - ICSU წარმომადგენლები გიგა გლუნჩაძე და ანზორ მეგრელიშვილი სტუმრობდნენ.

 

შეხვედრამ  საინტერესო აზრთა ურთიერთგაზიარებაში ჩაიარა. სტუმრებმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პროექტების პრეზენტაცია განახორციელეს. ორივე მხარემ ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ბატონი თამაზ ხუბუას მხრიდან ხაზი გაესვა ICSU-სა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლობის მნიშვნელობას დევნილი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ხელშეწყობის საქმეში.

შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი პროექტების კოორდინირების საკითხი ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკის აქტუალიზაციის კონტექსტში.

















































































 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions