აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ სააღდგომო ამანათები 50 დევნილ ოჯახს გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. ამჯერად სააღდგომო ნობათი გლდანის რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-3 შესახვევის მე-3 კორპუსში განსახლებულ 50 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

ჰუმანიტარული დახმარება გლდანში განსახლებულ დევნილებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და აპარატის თანამშრომლებმა მიუტანეს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  წევრთა ჯგუფი ხვალ ჰუმანიტარული ტვირთით ქუთაისს, ხონსა და ზუგდიდს ეწვევა და იქ მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდება, რომელთაც უმაღლეს საბჭოს დახმარებისათვის მიმართეს.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებში მიიღეს გადაწყვეტილება ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაეღოთ თანხა  სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის გადასაცემად. უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებით, ერთი წლის წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება პანდემიის სრულად დამარცხებამდე გაგრძელდება.

სურსათის დარიგება, როგორც აქამდე, მომავალშიც რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით განხორციელდება.































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions