კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და დევნილთა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ა/წ 17 მაისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ 9-სულიან აფხაზეთიდან დევნილ თითიბერიების ოჯახს გადაეცა.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ გადასცა.
აქციაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე მურად აბლოთია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ბმული იხილეთ აქ: https://youtu.be/q8lLmHk14AQ