აფხაზეთის ა.რ.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბ. ჯემალ გამახარიასგან შევიტყვე დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მომხდარი საშინელი ხანძრის შესახებ და მისი თხოვნით მოვინახულე ხანძრის შედეგად მძიმე დღეში ჩავარდნილი დევნილები. საუბედუროდ ხანძარს ემსხვერპლა ახალგაზრდა გოგონა ხობიდან. ვუსამძიმრებ მის ოჯახს ამ საშინელ ტრაგედიას.
დიდად არ მაქვს იმედი იმისა, რომ ხელისუფლება სათანადო დახმარებას და ყურადღებას გამოიჩენს დაზარალებული ადამიანების მიმართ და გადავწყვიტე ამ საკითხზე მივმართო და პირადად შევხვდე ქ.თბილისის მერს ბ-ონ კ.კალაძეს და აფხ. მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ონ რუსლან აბაშიძეს.
ბატონებო! სასწრაფო და გადაუდებელი დახმარება სჭირდება ამ ადამიანებს.
1- წყლის მიწოდება უნდა აღდგეს დაუყონებლივ!
2- ხანძრის შედეგად დამწვარი ნარჩენები გატანილ იქნას სრულად და სასწრაფოდ, მით უმეტეს ამ სიცხის და პანდემიის პირობებში!
ბატონებო- კახი კალაძე და რუსლან აბაშიძე, იმედი მაქვს თქვენი ყურადღების და გულისხმიერების!
პატივისცემით, ადა მარშანია