გაიმართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარი იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თორნიკე ჭეიშვილს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდა იუსტიციის სამინისტროს აპარატის თანამშრომელი ზაურ აბაშვილი.

 

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული, იძულებით გადაადგილებულ პირთა კუთვნილი უძრავი ქონების სისტემური აღრიცხვა-რეგისტრაციის საკითხის განახლება და ამ პროცესში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების რესურსის მაქსიმალური ჩართულობა იყო. ასევე გაიცვალა მოსაზრებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების თაობაზე. ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე, რაც ბოლო დროს კრემლის მხრიდან განსაკუთრებულად არის აქტუალიზებული.  ეს ვითარება ფაქტობრივად საფრთხეს ქმნის და მიმართულია იქითკენ, რომ აფხაზეთში არსებულ უძრავ ქონებას ოკუპანტი საელმწიფო სრულად დაეუფლოს.

შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და პოზიტიური შედეგით დასრულდა.  საერთო ხედვებზე შეჯერდნენ და მხარეებმა აქტიური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატეს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions