ვეტერან ფეხბურთელთა მატჩი

 

 

8 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მურად ანჯაფარიძის თაოსნობით გაგრისა და სოხუმის ვეტერან ფეხბურთელთა შორის გაიმართა მატჩი, რომელშიც სოხუმელთა რიგებში პროფესიონალების  – გრიგოლ ცაავას, სოსო მალანიას და სხვების გვერდით თამაშში მონაწილეობდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო მეგობრული მატჩისთვის, თამაში ყაიმით დამთავრდა. ე. გვაზავას თქმით, ეს შეხვედრა საქართველოს თასის მფლობელის „გაგრას“ გამარჯვებასაც მიუძღვნეს მისმა მონაწილეებმა, რომელსაც  „პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს იმდენად, რამდენადაც ეს გუნდი საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე და „გაგრას“ სახელი გაჟღერდება არა როგორც სეპარატისტული აფხაზეთის, არამედ როგორც საქართველოს კლუბის.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions