ელგუჯა გვაზავამ და მასაიოში კამოჰარამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

 

 

 

იაპონია-საქართველოს ასოციაცია ”ბერიკაბუკისა” და საქართველოს გერმანელთა ასოციაცია ”აინუნგის” ინიციატივით 20 ივნისს საქართველოს პროფკავშირების კულტურის სახლში პრესკონფერენცია ჩატარდა.

 

”ბერიკაბუკის” წარმომადგენლებს განზრახული აქვთ იაპონიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტელეესტაფეტის ორგანიზებისათვის იზრუნონ.

 

პრესკონფერენციაზე მიწვეული იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა. მისი განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილთა შორის აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებიც მზად არიან, უმასპინძლონ იაპონიაში ცუნამის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს.

 

საქართველოში იაპონიის ელჩმა მასაიოში კამოჰარამ, რომელიც ესწრებოდა პრესკონფერენციას, მადლობა გადაუხადა პრესკონფერენციის მონაწილეებს და  ქართველ ხალხს თანადგომისათვის. ”ჩვენ აღფთოვანებული ვართ საქართველოთი, სიამოვნებით ვცდილობთ დაგიდგეთ გვერდში, ასევე სასიამოვნოა, რომ ჩვენი გაჭირვების ჟამს თქვენ ცდილობთ ჩვენს დახმარებას.”

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions