ელგუჯა გვაზავა აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდა

 

 

27 ივნისს საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივ კოლეჯში (აღმაშენებლის #138) აფხაზეთიდან ჩამოსულ 15 ბავშვს უმასპინძლეს. შეხვედრა საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის საზოგადოებრივი კოლეჯის რექტორის ალეკო ჯიბლაძისა და აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ჩატარდა.

 

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ წოწონავამ.

 

ღონისძიების ინიციატორებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს ბავშვებს.

 

ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს, რომელთაც ეს დღე გაულამაზეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და მსგავს დღესასწაულებს მოკლებულ ბავშვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი სწორედ სახალხო დიპლომატია გახლავთ და ამ მიმართულებით ძალისხმევა უნდა გაორმაგდეს.

 

ელგუჯა გვაზავამ იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიური სახის აქციები მომვალშიც გაგრძელდება.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions