საინფორმაციო სააგენტო Frontnews.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად

საინფორმაციო სააგენტო Frontnews.ge საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია (http://frontnews.ge/ge/news/details/18131) იმის შესახებ, რომ თბილისის საქალაქო „სასამართლომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ქეთევან ბაკარაძის მიმართ ცილისმწამებლური დოკუმენტის უარყოფა დაავალა“.

სამწუხაროდ, ინფორმაცია დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მკითხველს ექმნება არასწორი შთაბეჭდილება, თითქოს „ცილისწამებლური დოკუმენტის უარყოფა“ მთლიანად უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაევალა.

 

რამდენადაც ჩვენთვის დანამდვილებით არის ცნობილი, საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს მხოლოდ სამი დეპუტატის ხელმოწერით გავრცელებულ დოკუმენტს, რომელიც გახდა სასამართლოს განსჯის საგანი.







აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და

პროტოკოლის დეპარტამენტი

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions