2022 წლის 14 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ბ-ნ ჯემალ გამახარიასთან გაიმართა მუშა შეხვედრა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
ბატონმა ჯემალ გამახარიამ და მინისტრმა, ქალბატონმა ეკა ხოფერიამ გაცვალეს ინფორმაციები ამჟამად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ უკიდურესად მწვავე პრობლმებზე, ამ კუთხით უკვე გატარებულ და განსაკუთრებით მომავალში გასატარებელ ღონისძიებებზე, საკადრო და სხვა საკითხებზე.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების, აფხაზეთის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე შეთანხმებული მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბატონმა თამაზ ხუბუამ, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა ქ-ნმა ნანა კვარაცხელიამ, განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეებმა, ქალბატონებმა ნინო ლობჟანიძემ და მარიამ კუჭავამ, მინისტრის თანაშემწემ, ქ-ნმა ანო გორგასლიძემ.