ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დაჯილდოება გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული 14 ქალბატონი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქალბატონის ღვაწლის, პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის დაფასება. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს, მიულოცა დამდეგი დღესასწაული და გადასცა სიმბოლური საჩუქრები.

წარმატებულ ქალბატონებს დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ მიერ გაწეული ღვაწლისათვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტსი თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

ადა მარშანია - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

ეკა ხოფერია - აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი

ნანა გუგუჩია - აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამმართველოს უფროსი

ჯულიეტა არქანია - აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი

თეა იაშვილი - აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი

ნინო ღამბაშიძე - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ბუღალტერი

შორენა სენაშვილი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ტექნიკური მუშაკი

ქეთევან მარშავა - თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი

მაკა თევზაძე - იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დეპარტამენტის უფროსი

ნანა ქირია - ტუბერკულიოზის ცენტრის დირექტორის მოადგილე

სალომე კოტუა - აფხაზეთის მკვიდრი, მრავალშვილიანი დედა

ეთერ ჭიპაშვილი - „ევექსის ჰოსპიტლების“ კლინიკური ქსელის ექიმი-ონკოლოგი

დიკრანუი სააკიანი - სმბათ სააკიანი მეუღლე

დალი სილაგაძე - ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი






































































































































































 

 





































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions