ჯემალ გამახარიას განცხადება აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შესახებ

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმავე ოკუპანტი სახელმწიფოდან ჩამოსული „დამკვირვებლების“ ზედამხედველობით მიმდინარე წლის 12 მარტს ჩატარდა დე-ფაქტო პარლამენტის - ე.წ. სახალხო კრების - „არჩევნები“.


ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც „არჩევნები“ ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ცრუარჩევნებში მონაწილეობდა აფხაზეთის კანონიერი მოსახლეობის დაახლოებით 15-16%. თითქმის იმდენივემ კი არ ისურვა მასში მონაწილეობა. აფხაზეთის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად განიდევნა ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან, საერთოდ მოკლებულია კანონიერ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ქართული სახელმწიფო, საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს მსგავს უკანონო, ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე ჩატარებულ ფარსს.

 

აფხაზეთის ლეგიტიმურ პარლამენტად კვლავაც რჩება დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც უახლოეს დღეებში აუცილებლად იმსჯელებს ამა წლის 12 მარტს ჩატარებული „არჩევნების“ შესახებ და „ოკუპირებული ტრიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე, მისცემს მას ადექვატურ სამართლებრივ შეფასებას.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions