აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, დეპუტატთა კორპუსმა, აპარატის წევრებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს დღე ქართველი ერის ერთიანობის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითია.
33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული აქცია 9 აპრილს, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა დასახიჩრდა.