აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

11 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რაულ წულაია, ხოლო თანამოხსენებით - უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ” თავისი დასკვნა წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.

კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, ვახტანგ ყოლბაიამ, რუდიკ ცატავამ, ადა მარშანიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა. უმაღლესი საბჭოს წევრთა მოსაზრებით, ყველა კრიტიკულ შენიშვნას პასუხი უნდა გაეცეს საფუძვლიან არგუმენტებზე დაყრდნობით, ხოლო მხარჯავმა დაწესებულებამ, რომელიც წარმართავს ბიუჯეტს, უნდა წარმოადგინოს არა ზოგადი ინფორმაცია, არამედ დეტალურად არგუმენტირებული დასაბუთება.

ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვის პროცესი გრძელდება.

სხდომას უძღვებოდა და დისკუსიის შედეგები შეაჯამა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.


























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions