უმაღლეს საბჭოში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას საღამო „აფხაზეთი ჩემი“ გაიმართა

21 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში სოხუმელი პოეტის ნინო მირცხულავას საღამო „აფხაზეთი ჩემი“ გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, ვახტანგ ყოლბაია, ბორის კაკუბავა, აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები, ემიგრანტები, რომლებმაც გაიხსენეს აფხაზეთი და ქალბატონ ნინოს წარმატება უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.

საღამოზე წაიკითხეს ქალბატონ ნინო მირცხულავას ლექსები, მოისმინეს  უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ვიდეო ჩანაწერები, სადაც ისინი პოეტი ქალბატონის ლექსებს კითხულობენ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა პოეტს, მადლობა გადაუხადა მრავალი წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის და წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.

დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საღამოს მონაწილეებს სალომე ბაკურაძეს სიმღერისთვის „სოხუმს“, ხოლო რუსა სერგიას და ბოკა კვეკვესკირს სიმღერისთვის „დავიბრუნოთ აფხაზეთი“ უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელები გადასცა.






































































































































 

 

 

 

 

 

 





























ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions