გამოფენაზე აფხაზეთიდან დევნილი 29 მხატვრის 57 ფერწერული ნამუშევარია წარმოდგენილი. ეს მხატვრები არიან: ნუგზარ მგალობლიშვილი, ვალერი ჩარგაზია, ავთო შენგელია, ვანო ქავშბაია, ელდარ ქავშბაია, ირმა გელანტია, ბიძინა სიდიანი, ემზარ ცირდავა, ლერი ჭანტურია, დიანა ვეკუა, გიორგი ტეოდოროვიჩი, მანანა ძოძუაშვილი, რამინ აფაქიძე, ხუტა კვარაცხელია, გულადი ფაცია, ეკატერინე ქარჩავა, ალექსანდრე დვალი, ოდიკ კეკუა, მერაბ ფიფია, დავით მარკოზია, მადლენა ბარაბაძე, გოგა ყურაშვილი, მურთაზ შურღაია, პავლე კეკუა, ნანა ფანგანი, ირაკლი სამუშია, ფელიქს შაკაია და რომეო ლეკვეიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენლები.