საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა „ევროპისკენ“

26 მაისს, სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც თავდაცვის ძალების აღლუმითა და საზეიმო გალა-კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ჯემალ გამახარია და აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ბატონი რუსლან აბაშიძე, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

შეკრებილთ სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა და თავდაცვის ძალების მთავარსარდალმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. ქვეყნის პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს ქართული საზოგადოების სურვილი და მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ღონისძიების მთავარი სლოგანი გახლდათ „ევროპისკენ“, რომელიც ცალსახად გამოხატავს საზოგადოების განწყობას და სურვილს. საზეიმო ღონისძიების დასასრულს პირველად შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი.















ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions