აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ  უმაღლესი საბჭოს სახელით ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

 

„ბატონო რამაზ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით გილოცავთ ქ.ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მაღალ თანამდებობაზე არჩევას. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის მრავალი წელი თქვენ  მიუძღვენით ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - აფხაზეთიდან დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ყოველდღიური მძიმე ყოფის შემსუბუქებაზე ზრუნვას. ყოველივე ამით დაიმსახურეთ საკუთარ ფუძეს მოწყვეტილი ათასობით ადამიანის უდიდესი პატივისცემა და გულწრფელი სიყვარული, რაც არჩევნებზე თქვენდამი მასობრივ მხარდაჭერაშიც გამოიხატა. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი საქმიანობა ახალ პოზიციაზე იქნება კიდევ უფრო წარმატებული და მიმართული თითოეული ბათუმელი ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებისკენ, ბათუმელთა თანხმობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფისკენ.“

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions