პრეზენტაცია, რომელსაც საქართველოს მწერალთა კავშირის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აკადემიური წრეებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიყავდა ცნობილ მწერალს აფხაზეთიდან, საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის „გულანი“-ს პრეზიდენტს ქ-ნ ნაირა მარშანიას.
უმაღლესი საბჭოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია.
ჯემალ გამახარია მიესალმა მწერალს, მადლობა გადაუხადა მრავალი წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის, წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა.
საღამოზე შესრულდა სიმღერები აფხაზეთის თემატიკაზე. მსახიობმა პაატა ნოზაძემ წაიკითხა ნაწყვეტები რევაზ მისველაძის ნოველებიდან, ხოლო აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის წევრმა ლაშა თოლორდავამ და მომღერალმა ენრიკო ჯანელიძემ შეასრულეს სიმღერები ნაირა მარშანიას ლექსებიდან.
საღამო გაიმართა საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის „გულანი“-ს ინიციატივითა და მხარდაჭერით.