აფხაზეთის უმაღლესი საბჭო გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს სახელით, გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართულ საზოგადოებას. 


"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ უბედურებამ მთელი საქართველო შეძრა. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ მწუხარებას და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქართულ საზოგადოებას“.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

30.07.2022 წელი.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions