დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია გაიხსნა
დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საშემოდგომო სესიის გახსნა იყო.
აღნიშნული რეგლამენტი ითვალისწინებს საშემოდგომო სესიის გახსნას სექტემბრის პირველ სამშაბათს. რეგლამენტის შესაბამისად საშემოდგომო სესია დაიხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.