პიტერ სტანო: ევროკავშირი გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში


ევროკავშირი მკაცრად გმობს აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.


ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პიროვნებას, ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავამატო, შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.



https://1tv.ge

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions