უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

11 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე ვრცელი ინფორმაციით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ზურაბ ჯგუბურია.

მოსაზრებები გამოთქვეს, უმაღლესი საბჭოს წევრებმა რუდიკ ცატავამ, რაისა ქარაიამ, ვახტანგ ყოლბაიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება პროცედურის დაწყების შესახებ.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.
























































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions