მინისტრის საათის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას მოუსმინეს

17 ოქტომბერს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოუსმინეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს დავით ფაცაციას, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

 

სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

დავით ფაცაციამ უმაღლესი საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს მიერ 2022 წელს 9 თვის საქმიანობის მანძილზე ჩატარებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ. მისი თქმით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ 2022 წლის 9 თვის ბიუჯეტი განისაზღვრა 3 476 922 ლარით. საიდანაც, საკასო შესრულებამ შეადგინა - 3 345 154 ლარი. შესრულების პროცენტული მაჩვენებელი - 96. 21%. მათ შორის, უშუალოდ სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტმა შეადგინა - 2 951 072 ლარი, საიდანაც საკასო შესრულებამ შეადგინა - 2 876 000 ლარი. შესრულების პროცენტული მაჩვენებელია - 97.46 %. სსიპ - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ 9 თვის ბიუჯეტი განისაზღვრა - 525 850 ლარით. საიდანაც საკასო შესრულებამ შესრულებამ შეადგინა - 469 154 ლარი. შესრულების პროცენტული მაჩვენებელი - 89.22 %.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფისა და აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობაზე.

ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ 2021 წლის მანძილზე აღებული ვალდებულებები, რომლებიც 2021 წლის ბოლოს ატვირთული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინაში, არ იქნა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამინისტროს წარმოექმნა წინა წლის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული 2022 წლის ბიუჯეტში.

დავით ფაცაციამ ასევე მოკლედ ისაუბრა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე. შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ქვეყნის კანონმდებლობაში არსებული მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები და დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების საბიუჯეტო წლის ბოლომდე განხორციელება.

გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები თამაზ ხუბუა, რუდიკ ცატავა, ნუგზარ მგალობლიშვილი, მურმან კვარაცხელია, ზურაბ ჯგუბურია.

სხდომის დასასრულს, დასკვნითი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და ხაზი გაუსვა უმაღლესი საბჭოს და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.







































































































































 

 































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions