აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

2 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი: „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საქართველოს კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ“ ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ; „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულენოვანი დისტანციური სინქრონული და ასინქრონული კლასგარეშე სწავლების საპილოტე პროგრამის“ მიმდინარეობის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის შესახებ და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისთვის“ მიერ 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება პირველი სამი საკითხი გადაეცეს კომიტეტებს და ფრაქციებს განსახილველად.

რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ დანარჩენ ორ საკითხს, პლენარულმა სხდომამ მოისმინა ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ა(ა)იპ-ს „სოციალური სოლიდარობისთვის“ მიერ 2022 წელს 9 თვის პერიოდში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციის შესახებ.


დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ანგარიში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასინქრონული კლასგარეშე დისტაცნიური სწავლების მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც წარმოადგინა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნანა კვარაცხელიამ. მან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური სწავლების მნიშვნელობაზე, გატარებულ ღონისძიებებზე, მიღებულ შედეგებზე, და ასევე ცალკეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით არსებულ ხელშემშლელ ფაქტორებზე.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა თამაზ ხუბუამ, რუდიკ ცატავამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, რაისა ქარაიამ, ზურაბ ჯგუბურიამ, თეიმურაზ მჟავიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ პროექტმა უკვე მოიპოვა კარგი რეკომენდაციები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მხრიდან, თუმცა შედეგი კიდევ უფრო ეფექტური რომ გახდეს, აუცილებელია სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, რაც ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურების ჩართულობით უნდა განხორციელდეს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი პროექტი უმნიშვნელოვანესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენისა და ქართული ღირებულებების განსამტკიცებლად.

სხდომებს, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.











































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions