თ. ხუბუა: რუსული პოლიტიკური კლოუნადის მორიგი გამოვლინება

 

ტუვალუს მიერ აფხაზეთის ”დამოუკიდებლობის” აღიარების ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა გამოეხმაურა. მისი განცხადებით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა ტუვალუს სახელმწიფოს მიერ უკვე პოლიტიკური და ადამიანური ირონიის საშუალებასაც არ ტოვებს. წინა პლანზე სიბრალულის შეგრძნება გამოდის.

 

”რა უნდა რუსეთს - გასაგებია, მაგრამ აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციამ როდემდე უნდა გაიბითუროს თავი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების აწ უკვე კომიკურად შესამჩნევი ადრესატი იყოს. გულწრფელად ვიტყვი, რაც არ უნდა იყოს, აფხაზეთში ამჟამად მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოძმეები არიან და მათი საერთშორისო სარბიელზე რუსეთის პოლიტიკური კლოუნადის მონაწილედ ამრიგად წარმოჩენა ჩემში სიბრალულისა და ამ ხალხის აბუჩად აგდებისათვის აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისადმი განსაკუთრებული პროტესტის გრძნობებს იწვევს” - აცხადებს თ. ხუბუა.

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions