მურმან კვარაცხელიას წიგნის „ჩემო აფხაზეთოს“ პრეზენტაცია და 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

22 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მურმან კვარაცხელიას წიგნის „ჩემო აფხაზეთოს“ პრეზენტაცია და 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, კომიტეტების თავმჯდომარეები ადა მარშანია, ნუგზარ მგალობლიშვილი, ფრაქციის თავმჯდომარე რაისა ქარაია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები, იუბილარის მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები.


საღამო წარიმართა უაღრესად თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ნოდარ ჭითანავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ჯემალ გამახარია, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი-აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბაკურ გულუა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, იმერეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი ზაურ ნაჭყებია, ჟურნალ რიწას მთავარი რედაქტორი ნანა ქარდავა, სტუდენტების სახელით გამოვიდა მაგისტრანტი მარიამ ინალიშვილი.


გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს მურმან კვარაცხელიას ნაშრომს, ბატონმა ნოდარ ჭითანავამ აღნიშნა, რომ ავტორი თავისი შემოქმედებით ანგარიშს აბარებს საკუთარ მეს, წინაპრებს, ოჯახს და ოდაბადეს, ანგარიშს აბარებს სამშობლოს. მან აღნიშნა, რომ ნაშრომი შესრულებულია მაღალ მხატვრულ დონეზე. ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და განსაკუთრებით მათ ვინც 1992-93 წლების ომის ქარცეცხლი უშუალოდ გამოიარა უგროვდებათ სათქმელი და  სავსებით კანონზომიერია, რომ ასეთ ვითარებაში იშვა წიგნი „ჩემო აფხაზეთო!“ როგორც მან აღნიშნა წიგნში ბატონი მურმანი გადმოსცემს თავის გულისტკივილს, რასაც ავტორი ისე აკეთებს, რომ თავის მოსაზრებებს ერთადერთ ჭეშმარიტებად არ წარმოაჩენს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ამ წიგნში ჭეშმარიტი გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ და იმავდროულად ბოლომდე ადამიანებად დარჩნენ.


საღამოს დასასრულს ბატონმა მურმან კვარაცხელიამ ისაუბრა ქვეყნის სატკივარზე, მის წარსულსა და აწმყოზე, მომავალზე. მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, სიტყვით გამომსვლელებს იმ თბილი დამოკიდებულებისათვის და მაღალი შეფასებისათვის რაც მათ გამოხატეს თავიანთ გამოსვლებში.




































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions