სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ გაიხსნა

26 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა აფხაზური ცენტრი ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“.


ცენტრის გახსნის ორგანიზატორები ა.ა.(ი).პ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება ,,ერთობა ხვალისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია.


გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეკრებილთ მიესალმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს გაწეული მუშაობისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა და ერთიანობის წარმოჩენისთვის და წარმატებები უსურვა მათ შემდგომ საქმიანობაში. მიმოიხილა რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება, ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის როლზე, სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობაზე, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს შორის კავშირის გაღრმავების აუცილებლობაზე და სხვა. ამასთან, ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - ,,მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ გაიხსნა

https://youtu.be/Ofu_DVUKKxw





























































































































































































 

 



































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions