უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე დადებული „შეთანხმების“ ბათილად ცნობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და, „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ დადებული „შეთანხმების“ ბათილად ცნობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საკითხები.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კოლეგების წინაშე მოკლე ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია წარსდგა.
წინადადებების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხები გადაეცეს კომიტეტებს და ფრაქციებს განსახილველად.
პრეზიდიუმმა ასევე განიხილა უმაღლეს საბჭოსთან შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციის „სოციალური სოლიდარობისთვის“ ხელშეწყობით განხორციელებულ ჰუმანიტარულ აქციებში ინტენსიური მონაწილეობისთვის აპარატის თანამშრომელთა მადლობის სიგელებით დაჯილდოების საკითხი.
ჯემალ გამახარია მიესალმა თითოეულ მათგანს, მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში და მადლობის სიგელები გადასცა.
აპარატის თანამშრომლებს ასევე მიესალმნენ და დამდეგი დღესასწაული მიულოცეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ.
უმაღლესი საბჭოს მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:
ნანა კვარაცხელია - ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი
ზურაბ ქეცბაია - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
ნანა შამუგია - საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი
ნინო ასრათაშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი
ბესარიონ დანელია - საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
დავით დარასელია - ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს მთავარი სპეციალისტი
ხვიჩა ქარდავა - საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
კახა გერგედავა - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი
თემურ ურიდია - ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
ნათია დარსანია - საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი
ზურაბ ჯგუბურია - იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტი
ვალტერ სანაია - ანალიტიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
შორენა მირცხულავა - ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ნიკა ქარდავა - იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
გიგა შელია - ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი
გელა პაპასქუა - ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი