5 ოქტომბერს, ქ. გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საზოგადოებრიობა შეიკრიბება ლურჯ მონასტერში, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იმ ტრაგიკულ მოვლენებს და დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან.
1992 წლის 1-5 ოქტომბერს მიუხედავად მოსკოვში მიღწეული შეთანხმებისა, სეპარატისტთა და რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა ქ. გაგრა აიღეს და განახორციელეს ქართულენოვანი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი დახვრეტები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განდევნა და მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება მოჰყვა.