17 ოქტომბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგზარდულ ცენტრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით საქართველოს სამოციქულო ეკლესია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ატარებენ წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას.
მოწვეული არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის მოღვაწეები.