უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

13 მარტს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.


უმაღლესი საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონის პროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის ომის ვეტერანის, უმაღლესი საბჭოს საკორდინაციო საბჭოს წევრის სპარტაკ მარხულიას ხსოვნას. მათ მწუხარება გამოთქვეს ქვეყნის ერთგული შვილის გარდაცვალების გამო და აღნიშნეს, რომ  საზოგადოებას დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, რომელიც უპატიოსნესი ადამიანი იყო და ქვეყნის სადარაჯოზე იდგა ყოველთვის.



































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions