23 ოქტომბერს
აფხაზეთის საჯარო
სკოლების 2026 წლის საუკეთესო
მასწავლებლებისა და
ღვაწლმოსილი პედაგოგების
დაჯილდოების საზეიმო
ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე გიორგი
ჯინჭარაძემ გახსნა.
მთავრობის თავმჯდომარემ
მომავალი თაობების
აღზრდის საქმეში
მასწავლებლების განსაკუთრებულ ღვაწლსა
და დამსახურებაზე, ასევე
მათი სათანადოდ
დაფასების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მოწვეულ სტუმრებს
ასევე სიტყვით მიმართეს
საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა
გივი მიქანაძემ,
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილე გიორგი
ვოლსკიმ და
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის განათლებისა
და კულტურის
მინისტრმა გიორგი
ძაძამიამ.
ღონისძიებაზე აფხაზეთის
საჯარო სკოლების
2026 სასწავლო წლის საუკეთესო
მასწავლებლები მათე
შონია, მაკა
ქათალანძე და
ანგელინა გოგია,
ასევე აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
ღვაწლმოსილი პედაგოგები
ლია თევზაძე,
ლუარა ჩაკაბერია,
ნუნუ პერტენავა,
სვეტლანა რურუა,
თამარ წერედიანი
და ზოია
ბოკუჩავა, სიგელებითა
და საჩუქრებით
დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში,
მარინე ჩაკვეტაძესა
და რუსუდან
შონიას საქართველოს
განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის
მადლობის სიგელები
გადაეცათ.
დაჯილდოებას, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
და სოციალურ-ეკონომიკურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ვახტანგ
ყოლბაია, საერთაშორისო
კავშირების, განათლებისა
და კულტურის
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზურაბ
ჯგუბურია, საქართველოს
პარლამენტის განათლების,
მეცნიერებისა და
ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ლაშხი,
საქართველოს პარლამენტის
წევრები, აფხაზეთის
მთავრობის წევრები,
აფხაზეთის საჯარო
სკოლების მასწავლებლები და
სხვა მოწვეული
სტუმრები ესწრებოდნენ.
წლის საუკეთესო
მასწავლებლები აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და
კულტურის სამინისტროში,
სპეციალური კომისიის
მიერ გამოვლინდნენ.
შერჩეული კანდიდატები
სწავლების თანამედროვე
და ინოვაციური
მეთოდებით, მოსწავლეზე
ორიენტირებული პრაქტიკით,
ბოლო წლებში
დადებითი დინამიკით
პროგრესირებადი შედეგებითა
და პროფესიული
კვალიფიკაციის მუდმივი
ამაღლების სურვილით
გამოირჩევიან.
აფხაზეთის ღვაწლმოსილი
პედაგოგებისა და
აფხაზეთის საჯარო
სკოლების წლის
საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოება
აფხაზეთის განათლებისა
და კულტურის
სამინისტროს ორგანიზებით
ყოველწლიურად იმართება.