სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი სეზონი სპექტაკლის „სამი ფათერაკიანი დღე“ პრემიერით გახსნა.

„სამი ფათერაკიანი დღე“ ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის ცნობილი მოთხრობის „თამაში ჭვავის ყანაში“ მიხედვით, რეჟისორმა ალექსანდრე ქანთარიამ დადგა. სპექტაკლი ახალგაზრდა გმირის მეტამორფოზსა და გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ მგალობლიშვი,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები  ესწრებოდნენ.

პრემიერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

გალერეა