ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის განხილვას დაესწრო

8 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის განხილვა გაიმართა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები.

მისასალმებელ სიტყვაში ზურაბ ხონელიძემ ვრცლად ისაუბრა დიპლომატიაზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ამასთან, ყურადღება გაამახვილა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების კუთხით.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან ისაუბრა ზურაბ ხონელიძის ღვაწლზე თაობათა აღზრდის პროცესში და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.


ჯემალ გამახარია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორ, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის განხილვას დაესწრო

https://youtu.be/5CpS1hjJZTQ

 




























































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions