აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია ხონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა

დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 27 ივნისს მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.

 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 350 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც იმერეთის რეგიონში, კერძოდ ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილ სამხედრო დასახლებაში არიან განთავსებული.

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, ზურაბ კობახიძემ, გიგა შელიამ და ნიკა ქარდავამ გადასცეს.

დევნილთა ჩასახლებაში მოქმედ კულტურის ცენტრში შეხვედრის დროს გაიმართა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე. აქციის ფარგლებში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას 50-ზე მეტი ლიტერატურული, ისტორიული, საბავშვო და შემეცნებითი ხასიათის წიგნი გადაეცა. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო, წარმატებულის და მადლობის სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, დღეს ხონის მუნიციპალიტეტში დევნილთა დასახლებას ვესტუმრეთ. გავეცანით მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, სირთულეებს. უმუშევრობასთან ერთად ასევე დიდი პრობლემაა დევნილების ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა. არაერთი კომპაქტური ჩასახლება ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ.

უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერიან ბახტაძემ, საკრებულოს წევრმა ბაჩანა ბასილაიამ, აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა.

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო, წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ლია პირველი - მრავალშვილიანი დედა;

კახაბერ კვაშილავა - ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი;

დავით საჯაია - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

აველი ფაცაცია - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი;

დოდო ძიმისტარაშვილი - ექთანი;

მარიამ მურღვლიანი - ევროპის ორგზის ჩემპიონი ძალოსნობაში;

კლარა საჯაია - პედაგოგი;

ლადო ჯურხაძე - ხონის მუნიციპალიტეტის მერი;

ვალერიან ბახტაძე - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბაჩანა ბასილაია - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ნათია კოპალიანი - აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი;

ანასტასია მანაგაძე - 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - ოქროსმედალოსანი;

ნინო კოპალიანი - 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - ოქროსმედალოსანი;

ვერიკო ცაავა - 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - ოქროსმედალოსანი;

ნათია ჩაჩუა - 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - ოქროსმედალოსანი;

ლიკა კოპალიანი - 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებული - ოქროსმედალოსანი;

ბესიკ რურუა - საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი;

თამარ სვანიძე - საქართველოს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქალთა საფეხბურთო კლუბის ცენტრალური მცველი;

რაზმიკ მარგარიანი - ხონის ადგილობრივი მაცხოვრებელი, ეროვნებით სომეხი. დევნილობის პირველ წლებში, ქვეყანაში გაბატონებული განუკითხაობის დროს, რაზმიკ მარგარინიანი იყო პიროვნება, ვინც გულისხმიერებით დაუდგა დევნილებს გვერდით. მისი წყალობით ასევე იქნა შენარჩუნებული იმ პერიოდში კულტურის ცენტრი. 


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჰუმანიტარული აქცია ხონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა
https://youtu.be/8weooqD-GSQ
































































































































































































































































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions