მ/წ 20-22 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საბჭოს დელეგაციასთან, ექსპერტთა ჯგუფთან ერთად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბერნის კანტონს ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელი ნოდარ თოფურიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი.
გამორჩეულად საინტერესო, მრავლისმომცველი და ეფექტიანი იყო ინფორმაციის გაზიარების, პრეზენტაციების პროცესი, საელჩოს ინიციატივით, ბერნში ჩატარებული შეხვედრებისას.
მადლობას ვუხდით ბერნის კანტონის მთავრობის წევრს კრისტოფ ამანსა და მნიშვნელოვანი მიმართულებების მაღალი რანგის სპეციალისტებს თომას მოზერს, კლაუდიო ფიშერს, ლუკას როთენმუნდსა, ანინა ჰაუკ ბესლერს.