უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

2 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

პრეზიდიუმმა მოისმინა ინფორმაცია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას გერმანიის რესპუბლიკაში, ასევე შვეიცარიის კონფედერაციასა და იტალიის რესპუბლიკაში მივლინების შედეგების შესახებ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კულტურული საღამო სახელწოდებით - „მივიწყებული დევნილები - იმედის 30 წელი”, რომელიც ქ. ჰანოვერის კულტურის ცენტრში გაიმართა, გერმანიაში დაფუძნებული ააიპ „გერმანულ-ქართული სახლის“ (Deutsch-Georgisches Haus e.V.), გერმანიაში საქართველოს საელჩოს, ქ. ჰანოვერის მმართველი სტრუქტურებისა და გერმანიის საზოგადოებრიობის ჩართულობით განხორციელდა. გაიმართა საინტერესო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და გერმანიაში მოღვაწე ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებთან. შეხვედრებზე განიხილებოდა ქართულ-გერმანული ურთიერობების განმტკიცების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის, ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციისა და მასთან ინტეგრაციის ხელშემწყობი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები.

გამორჩეულად საინტერესო, მრავლისმომცველი და ეფექტიანი იყო ინფორმაციის გაზიარების და პრეზენტაციების პროცესი, საელჩოს ინიციატივით, ბერნში ჩატარებული შეხვედრებისას. ჯემალ გამახარიას განცხადებით, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ავტონომიური რეგიონების პოლიტიკურ-სამართლებრივი მოწყობა, ქვოტების გადანაწილებისა, საგადასახადო სისტემების მუშაობის პრინციპები და სხვა. ჯემალ გამახარიას განცხადებით, მასპინძელ მხარეს, რომელიც ასრულებს საქართველო-რუსეთ შორის მოლაპარაკებაში შუამავლის როლს, კიდევ ერთხელ მიეწოდა ყოვლისმომცველი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპაციისა და ქართული მოსახლეობის ეტნიკური წმენდა-გენოციდის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ქ.ბოლცანოში (ჩრდილოეთ იტალია), უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა, იოზეფ ნოგლერმა მიიღო. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იტალიას, განსაკუთრებით კი, ტრენტინო-ალტო ადიჯეს რეგიონს შორის კავშირების განმტკიცების და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, დასძინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ვიზიტის შედეგები მოიწონეს და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, თავმჯდომარის მოადგილემ რუდიკ ცატავამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ.

გამოითქვა მზაობა ზემოაღნიშნულ საკითხებზე აქტიური მუშაობის გაგრძელების შესახებ.









































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions