უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომებზე 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს

13 ოქტომბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სესიის სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

სხდომების მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის პირველი მოადგილე რაულ წულაია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე.

სხდომების დღის წესრიგი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა და სამეგრელი-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში უმაღლესი საბჭოს დელეგაციის აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკითხების განხილვას მიეძღვნა.

პირველ საკითხთან დაკავშირებით მოკლე ინფორმაციით საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია წარსდგა, რომელმაც კოლეგების ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის ცალკეულ მაჩვენებლებზე.

ძირითადი მოხსენება მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოადგინა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში კანონპროექტის დაწვრილებით განხილვისა და გამოთქმული შენიშვნებისათვის. ამასთან, მინისტრი შეეხო კანონპროექტის კონკრეტულ პუნქტებს და ყურადღება ძირითადად პარამეტრებზე გაამახვილა.

კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა წარუდგინა და აღნიშნა, რომ აუცილებელია დროულად მოგვეწოდოს პროექტები, ხოლო განმარტებითი ბარათები უნდა იყოს უფრო კონკრეტული და დეტალური.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ რუდიკ ცატავამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ.

წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებებს.

სამეგრელი-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ მოკლე ინფორმაცია დეპუტატებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თეიმურაზ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ წარმოადგინეს. მათი განცხადებით, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები შედგა როგორც რეგიონებში განსახლებულ დევნილებთან, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. მიმდინარეობდა მსჯელობა დევნილი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მომავალი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

სხდომეა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.



























































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions