ნანა კვარაცხელია მიწვეულია „გლობალური განათლების“ სამიტზე

 

მ/წ 28 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაციიდან - „გლობალური განათლება“ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ნანა კვარაცხელიას სახელზე მოვიდა შემდეგი წერილი:

 

"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენ არჩეული ხართ მსოფლიოს მასშტაბით - 2023 წლის შთამბეჭდავ მოტივატორ სპიკერად“. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიღწევას!

დაჯილდოების ცერემონია დაგეგმილია 2024 წლის 14 იანვარს, დუბაიში. მოხარული ვიქნებით, რომ შემოგვიერთდეთ ღონისძიებაზე, რათა მიიღოთ დამსახურებული აღიარება თქვენი განსაკუთრებული მუშაობისთვის.

როგორც მოტივატორი სპიკერი, თქვენი შთაგონების და ამაღლების უნარი დასაფასებელია, რაც აჩვენებს პოზიტიური მოტივაციის ძალას პირადი და კოლექტიური წარმატებისთვის. უმაღლესი განათლების ჯილდო აღიარებს თქვენს ერთგულებას სწავლის, აღზრდისა და გაძლიერების კულტურის ხელშეწყობისთვის, რაც გავლენას ახდენს ინდივიდებზე მათი სრული პოტენციალის მიღწევაში.

ჩვენ გვჯერა, რომ დუბაიში გლობალური განათლების სამიტზე თქვენი დასწრება და თქვენთვის ჯილდოს გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი კოლეგებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან თქვენთან პირისპირ შეხვედრას. მათ ექნებათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაუზიაროთ თქვენი შეხედულებები და კიდევ უფრო გაამდიდროთ სწავლების მეთოდოლოგია. ღონისძიებაზე თქვენი ყოფნა არა მხოლოდ გაზრდის საერთო გამოცდილებას დამსწრეებისთვის, არამედ იქნება დადასტურება განათლებაში ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ".

ქ-ნი ნანა უმაღლესი საბჭოს აპარატში ხელმძღვანელობს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს. დევნილებთან და ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან მჭიდრო და ყოველდღიური ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად ქალბატონმა ნანამ აირჩია განათლება. ის დისტანციურად ურთიერთობს ოკუპაციისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ეხმარება მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაში. სწორედ ამ დამსახურებისთვის მიიღო ნანამ უკვე მეორედ საერთაშორისო აღიარება. ვულოცავ ნანა კვარაცხელიას მიღწეულ წარმატებას. ის აუცილებლად დაესწრება „გლობალური განათლების“ სამიტს, სადაც საშუალება ექნება საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია განათლების კუთხით აფხაზეთში არსებული კატასტროფული მდგომარეობის შესახებ.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია





To the Supreme Council of the Autonomous Republic of Abkhazia of Georgia,


Greetings from AKS!

We are delighted to inform you that The head of the Service of the IDP’s, Relationship with the people in the Occupied Region of Georgia Abkhazia and IT of the Supreme Council of the Autonomous Republic of Abkhazia Nana Kvaratskhelia have been selected as the Outstanding Motivational Speaker 2023-24 - Georgia under Excellence in Education - Individual category at the Global Education Summit in Dubai. Congratulations on this remarkable achievement!

As a motivational speaker, Nana’s ability to inspire and uplift is commendable, demonstrating the power of positive motivation for personal and collective success. The Excellence in Education award recognizes her commitment to fostering a culture of learning, growth, and empowerment, impacting individuals to reach them full potential.

The award ceremony is scheduled to take place on the 14th of January 2024. We would be honored to have her join us at the event to receive the well-deserved recognition for her exceptional work.

We believe that attending the Global Education Summit in Dubai is crucial for Nana to claim her well-deserved award and related materials. The summit provides an excellent opportunity for her to connect with like-minded educators, share her insights, and further enrich teaching methodologies. Her presence at the event will not only enhance the overall experience for attendees but also serve as a testament to the importance of innovation in education.

Please let us know if Nana is available to attend the ceremony, and if so, we will provide her with further details regarding the event. Once again, congratulations on this prestigious achievement, and we look forward to celebrating Nana’s success at the Global Education Summit in Dubai on 14th January, 2024.

Best Regards,


Team - Global Education Summit Dubai

 

www.aksawards.com



ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions