უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა

28 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა.

 

პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის რუდიკ ცატავას ქ.ზუგდიდში და ჯვარში მივლინების შედეგების შესახებ.

რუდიკ ცატავამ ვრცლად ისაუბრა დასავლეთ საქართველოში ქ.ზუგდიდში და ჯვარში მივლინების შესახებ. მან აღნიშნა, რომ გალის მაცხოვრებლებს გადაეცათ ნერგები და ტექნიკა - ტრაქტორები მიწის დასამუშავებლად. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ. ღონისძიების ორგანიზებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, რაზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.

პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ლევან ჩაკვეტაძეს მოუსმინეს.

მინისტრმა წარმოადგინა ანგარიში 2023 წლის 9 თვის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამომავლო პროექტების შესახებ. მისი განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ბოლო წლებში სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტის დინამიურმა ზრდამ შეასძლებელი გახადა გაეფართოვებინა ბენეფიციართა ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა სერვისებზე. მინისტრმა ისაუბრა პროგრამებზე, რომელთაც სამინიტრო წარმატებით ახორციელებს მიმდინარე წელს აფხაზეთიდან დევნილთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირთათვის, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული მომსახურების პროგრამა და დევნილთა სტაციონარული მომასხურების პროგრამა. ეს პროგრამები 80-მდე აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. ამბულატორიული დახმარების პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 3 453 ბენეფიციარს, რაც 1494 ბენეფიციარით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება მიიღო 958 ბენეფიციარმა, რაც ასევე 320 ბენეფიციარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჯამურმა თანხამ შეადგინა 558 683 ლარი, პროგრამის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 561 630 ლარი შესრულებულია 99,5%-ით.

სტაციონარული მომსახურების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 774 ბენეფიციარი, დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჯამურმა თანხამ შეადგინა 329 649 ლარი. პროგრამის 9 თვის დაზუსტებული გეგმა 329 648 ლარი შესრულებულია 100%-ით.

მინისტრმა ისაუბრა გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ღონისძიებებზე თბილისსა და რეგიონებში. 9 თვის განმავლობაში 7 ასეთი ღონისძიება ჩატარდა, საერთო ჯამში გაისინჯა 958 ბენეფიციარი.

საერთო ჯამში 9 თვეში სამინისტროში მოქმედი პროგრამების ფარგლებში დახმარება გაეწია 4397 ბენეფიციარს, რაც 1283 ბენეფიციარით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 41.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

ლევან ჩაკვეტაძემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, კერძოდ მომავალი წლიდან დაფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა. ერთ-ერთი ახალი პროგრამა ტრანსპლანტაციის დაფინანსებას გულისხმობს. კიდევ იგეგმება რამდენიმე ახალი პროგრამა.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. მათ მაღალი შეფასება მისცეს მინისტრისა და სამინისტროს საქმიანობას, განსაკუთრებით აღნიშნეს ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა წინა წელთან შედარებით. ისაუბრეს სამინისტროს საქმიანობის ცალკეულ ასპექტებზე.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, თავმჯდომარის მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია, მოადგილე თეიმურაზ მჟავია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დეპუტატი ელგუჯა გვაზავა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. მან აღნიშნა, რომ ჩვენს სახელმწიფოს ჯანდაცვის კუთხით ისეთი დიდი ვალდებულებები აქვს აღებული, რის უფლებასაც საკუთარ თავს ბევრად ძლიერი ქვეყნებიც კი ვერ აძლევენ. მან დადებითად შეაფასა ის შედეგები, რასაც სამინისტრომ დიდი მუშაობის შედეგად მიაღწია.

პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მანონი გეჯუა, მარინა ონიანი, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს დირექტორი ნინო გულუა.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

სხდომის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სასიამოვნო ინფორმაცია გააცნო კოლეგებს და აპარატის თანამშრომლებს. 28 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაციიდან - „გლობალური განათლება“ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის ნანა კვარაცხელიას სახელზე მოვიდა წერილი, რომელშიც ნათქვამია: "მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თქვენ არჩეული ხართ მსოფლიოს მასშტაბით - „2023 წლის შთამბეჭდავ მოტივატორ სპიკერად“. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიღწევას!“

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიულოცეს ქალბატონ ნანას ეს მიღწევა და მომავალში მრავალი წარმატება უსურვეს.























































































































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions