ირაკლი კობახიძე ყოლბაიასა და შამბას ონლაინ შეხვედრაზე - ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა და ეს ადამიანი არ წარმოადგენს მმართველ გუნდს - ჩვენი მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან

ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა, ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლები სახელით და ვერც ისაუბრებდა ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის გამართულ ონლაინ შეხვედრას გამოეხმაურა.

 

კობახიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა არ შეცვლილა.

„ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკა რაც გვაქვს და ეს ყველასთვის არის ცნობილი. თუ რაიმე მიმართულებით რაიმე სიახლე გვექნება ჩვენგან გაიგებთ. ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა, ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლები სახელით და ვერც ისაუბრებდა ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს როგორც მოგეხსენებათ. ამიტომ, ჩვენ რა პოლიტიკაც გვაქვს და რა პოზიციებიც გვაქვს ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, მათ შორის, მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. მთავარი ეროვნული პრიორიტეტი არის ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.



https://www.interpressnews.ge/ka/article/779618-irakli-kobaxize-qolbaiasa-da-shambas-onlain-shexvedraze-es-aris-konkretuli-adamianis-konkretuli-iniciativa-da-es-adamiani-ar-carmoadgens-mmartvel-gunds-chveni-mtavari-citeli-xazi-dakavshirebulia-deokupaciastan


ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions