დაჯილდოებას ესწრებოდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, მინისტრის მოადგილეები, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტისა და სამინისტროს აპარატის წევრები.
რუდიკ ცატავამ აღნიშნა სამინისტროს ღვაწლი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ადაპტაციის საქმეში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები თანამემამულეების როგორც ადგილზე, ისე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავადმყოფების მკურნალობის საქმეში და გააცნო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გადაწყვიტა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსული ლეგიტიმურად მცხოვრები თანამემამულეების ჯანმრთელობაზე ყოველდღიური ზრუნვისა და დახმარებისათვის, აქტიური საზოგადოებრივი პოზიციისათვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ რუდიკ ცატავას და აღნიშნა, რომ მოხარულია მათი გუნდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოებით, და რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რისთვისაც სამინისტროს გააჩნია როგროც კვალიფიციური საკადრო პოტენციალი, ისე თანამშრომლების მზადყოფნა და სურვილი ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.