ჯემალ გამახარია ქეთევან დავლიანიძის გამოფენას „კანტატა“ დაესწრო

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს სასტუმრო მარიოტში ქეთევან დავლიანიძის გამოფენა „კანტატა“ გაიხსნა.

 

გამოფენას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე და უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები.

ქეთევან (ქეთი) დავლიანიძე დაიბადა თბილისში 1976 წლის 30 აგვისტოს. მან 1999 წელს დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, კინო-ტელე მხატვრობის ფაკულტეტი, აგრეთვე დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. ქეთის შემოქმედებას ახასიათებს კომპოიციური მრავალფეროვნება. პეიზაჟების წარმოდგენილი სერია ეძღვნება აფხაზეთის იმ ისტორიულ წარსულს, რომელიც მეტწილად უკავშირდება ქალაქ დიოსკურიას, აგრეთვე აფხაზეთის ანტიკური ხანის ლეგენდებს. გამოფენის სათაური ნასაზრდოებია შოთა ნიშნიანიძის ლექსის სათაურით - „აფხაზური კანტატა“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ტილოები: დიოსკურიის ციხე, პალმები, ამორძალი მგელძაღლებთან ერთად, ამორძალი, ქალღმერთი, ოქრომრავალი მოცეკვავე, გაგრიფშის საათი, რიწის ტბა, რომლებიც შესრულებულია აკრილის საღებავით.

გამოფენა გაგრძელდება 15 დეკემბრის ჩათვლით.



ჯემალ გამახარია ქეთევან დავლიანიძის გამოფენას „კანტატა“ დაესწრო
https://youtu.be/WkE64yu2-0g



















































































































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions