უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საკრებულოში ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაციას დაესწრნენ

6 დეკემბერს თბილისის  საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჟურნალ „იალქნის“ აფხაზური ზღაპრების კრებულის „ნუშა და ანიშა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ორგანიზატორი გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო.

 

კრებულმა პირველად მოუყარა თავი როგორც კლასიკოსი აფხაზი პოეტებისა და მწერლების ფოლკლორის ცნობილ ზღაპრებს, მითებისა და ლეგენდებს ასევე, თანამედროვე ავტორთა გამორჩეულ ნაწარმოებებს.

აფხაზური საბავშვო ლიტერატურის ანთოლოგიამ „ნუშა და ანიშამ“ გააერთიანა 36 აფხაზი შემოქმედის 90-ზე მეტი ნაწარმოები, რაც სიახლეა ქართულ სალიტერატურო სივრცეში.

„წიგნო, რამე ახალი აფხაზურად მიამბე“ - ამ სახელწოდებით აუდიტორია  „იალქნის“ ახალ პროექტსაც გაეცნო და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ გამოცემული კიდევ ერთი წიგნის მიხედვით („ზღაპრები აფხაზეთზე“) შექმნილ ზღაპრების აუდიო ვერსიას.

სალომე კაპანაძის ამ წიგნს მიმდინარე წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე, ცნობილი მწერალი, მეზრაპრე გურამ პეტრიაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი, დედაქალაქისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების საზოგადოების წარმომადგენლები.



























































































































 

 
















































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions