ჯემალ გამახარია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

 

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია კანდიდატის სტატუსის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

ღონისძიება გაიმართა თავისუფლების მოედანზე, სადაც შეკრებილ ხალხს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართეს.

გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.








ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions