ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატი ადა მარშანია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა, მაყვალა გონაშვილი, გურამ ოდიშარია, ირმა ოსია, ნანა მესხია, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს თანამშრომლები და საზოგადოების გამოჩენილი წევრები ესწრებოდნენ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რაულ ეშბასა და სვეტლანა ქეცბას სახელები სამუდამოდ შემორჩება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიას.
ჯემალ გამახარია სვეტლანა ქეცბასა და რაულ ეშბასადმი მიძღვნილ ხსოვნის საღამოს დაესწრო
https://youtu.be/NhX8ic53MtI