5 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
პრეზიდიუმმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუიბლიკის უმაღლესი საბჭოს შიდა არჩევნების შესახებ“ და “დედის დღესთან და 8 მარტთან დაკავშირებით ქალბატონების დაჯილდოების შესახებ“.
წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოადგენილ საკითხებს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.