ჯემალ გამახარია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს სამინისტროს ანგარიში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გააცნო. სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

სხდომას კომიტეტის წევრებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,  მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის დევნილებთან ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია ესწრებოდნენ.














ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions