საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

1 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, აფხაზეთში დაღუპული პირველი ეროვნული გმირის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა.

 

კონფერენციში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, მოადგილე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე ჯემალ საჯაია, დეპუტატი თემურ კალანდია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - დაზმირ ჯოჯუა, ლია ახალაძე, ჟიული შარტავას ძმისშვილი - ლაშა შარტავა, ჟიული შარტავას უახლოესი მეგობრები - გივი აბდუშელიშვილი და საველ მარსაგიშვილი, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს, ჟიული შარტავას ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც გმირობის და სიმამაცის სიმბოლოზე, რაც გახლავთ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

მთავარი მომხსენებელი გახლდათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დაზმირ ჯოჯუა, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე - “ჟიული შარტავა და აფხაზეთის კონფლიქტი“. თავის მოხსენებაში მან ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც ეროვნული გმირის ფენომენზე, საქართველოს ისტორიის კონტექსტში მის თავგანწირვასა და მოწამეობრივ აღსასრულზე. შეეხო აფხაზეთის ომის მიმდინარეობას და ომთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ჟიული შარტავას ძმისშვილმა - ლაშა შარტავამ, ჟიული შარტავას უახლოესმა მეგობრებმა - გივი აბდუშელიშვილმა და საველ მარსაგიშვილმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი განვლილი ცხოვრება და მოღვაწეობა.

დამსწრეთ სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, “ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან გაიხსენა მისი განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გზა. აღნიშნა, რომ ჟიული შარტავას ღვაწლი სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და მნიშნველოვანია მისი სახელის უკვდავყოფა. ვახტანგ ყოლბაიამ ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.






















































































































































































































































































 











































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions